ჩოგბურთი

13:25 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

იღბლიანი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილი დენის კუდლასთან 2:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. თუმცა ნიკას გაუმართლა, რადგან პეტერ გოიოვიჩმა ტრავმის გამო მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ტურნირის ორგანიზატორებმა კი ნიკას “იღბლიანი წაგებულის” სტატუსი მიანიჭეს და ჩვენებური ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც რუდოლფ მოლეკერს უპირისპირდება.

მატჩი გუშინ დაიწყო რუდოლფმა თავის ჩაწოდება მოიგო, რა დროსაც წვიმა დაიწყო და შეხვედრა შეჩერდა. მატჩი დღეს თბილისის დროით 15:30 საათზე უნდა განახლდეს.

ნიკა მოლეკერთან ფავორიტია და თუ თავის სტატუსს გაამართელბს მომდევნო ეტაპზე ბორნა ჩორიჩს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118048