ჩოგბურთი

13:07 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ჰალეს მეათედ დაუმიზნა

დიდი სლემის 10-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ჰალეს ტურნირის პირველ წრეში ალჟაზ ბედენე 6:3, 6:4 დაამარცხა. როჯერს შეხვედრის მოსაგებად საათი და 13 წუთი დასჭირდა. შვეიცარიელმა 7-დან ორი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბედენეს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ტურნირის 1/8-ფინალში ფედერერი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება. მატჩი 21 ივნისს 14:00 საათზეა ჩანიშნული.

როჯერს ჰალეს ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული (2003, 2004, 2005, 2006, 208, 2013, 2014, 2015, 2017).

0.229943