ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი პატრის ევრა ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს. ევრას განცხადებით, პორტუგალიელი ძალზე მიზანდასახულია და მიზანს ყოველთვის აღწევს.
ამის მიზეზი კი, თავდაუზოგავი შრომა და მონდომებაა:
“მინდა ყველას გირჩიოთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ თუ სახლში სადილად მიგიპატიჟებთ, უბრალოდ უარი უთხარით. ერთხელ, ვარჯიშის შემდეგ სახლში დამპატიჟა, ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგიდაზე მხოლოდ სალათი და ჩვეულებრივი ქათამი იდო წყალთან ერთად. წვენიც არ ჰქონდა.
ვფიქრობდი, რომ შემდეგ ბევრი ხორცი იქნებოდა, მაგრამ არაფერი. დაასრულა ჭამა, აიღო ბურთი და მითხრა, მოდი ვითამაშოთ. ვუპასუხე, რომ შეიძლება ჭამა დავასრულო? არა, მოდი, ვითამაშოთ. შემდეგ აუზი, ჯაკუზი, საუნა და ყველაფერი მოჰყვა.
ამიტომ ყველას ვირჩევ, რომ მას სახლში არ გაჰყვეთ. ეს ბიჭი არის ნამდვილი მანქანა, რომელიც ვარჯიშს არასდროს ასრულებს.
მახსოვს, რონალდუმ მაგიდის ჩოგბურთი რიო ფერდინანდთან წააგო. მან ყვირილი დაიწყო და მარცხმა გააღიზიანა. შემდეგ შეიძინა მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა სახლში. მერე რიოს ისევ ეთამაშა და დაამარცხა... არ გამიკვირდება მისგან “ოქროს ბურთისა” და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, - განაცხადა ევრამ.
შეგახსენებთ, პატრის ევრა და კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” 2003-2009 წლებში ერთად თამაშობდნენ.