თამაშგარე

11:49 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი - რუს მეძავთა ბედნიერი დღეები

როგორც ნავარაუდევი იყო, რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე ჩასული სხვადასხვა ქვეყნის ნაკრების ქომაგ მამრთა უმრავლესობის თვალთახედვის არეალში არა რუსული კულტურა, სამზარეულო ან არქიტექტურა, არამედ რუსი ასულები მოექცა და სწორედ ამიტომაც, ურუსთა ქვეყანაში ყველაფერზე წამსვლელ დიაცთა მაზანდა ბევრად ავარდა.

რუსი “მეძავოლოგები“ ამბობენ, რომ ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოში მეძავთა მომსახურების ფასი თითქმის გაორმაგდა და მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის მიხედვით, რუსეთისაკენ შუა აზიის ქვეყნებიდან და ბელორუსიდან, ფულის შოვნაზე დახარბებულ სიძვის დიაცთა ეშელეონები დაიძრა.

არადა, მუნდიალამდე რუსი პოლიტიკოსები და მორალისტები გამუდმებით იძახდნენ - რუსეთმა მეძავთა სამოთხის იმიჯი უნდა მოიშოროს და ეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც დადასტურდებაო. მაგრამ როგორც კახელს ხაშლამის ჭამას ვერ გადააჩვევთ, ისე გაღმა ქვეყნის ასულებს საწმერთულის სწრაფად შემოძარცვაზე ვერ ათქმევინებთ უარს და ყველაფერი სწორედ ისე ხდება, როგორც კარაბადინში სწერია.

0.116216