თამაშგარე

22:40 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი სიტყვა მშვენიერ ბეატრისაზე

ქვეყნისა და ხალხის თვალში აბა მართლები ვიქნებოდით, ხელიხელსაგოგმანები რუმინელი მოდელისა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმის - ბეატრისა ჩირიტას შესახებ ორიოდ სიტყვა მაინც რომ არ გვეთქვა?! ეს ქალი ორს კი არა, სიტყვამრავლობასაც მშვენივრად იმსახურებს!

ბეატრისა ჩირიტას ქარიშხალივით ცხოვრებას თან არაერთი გულდათუთქული მამრის ცრემლებიც სდევს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ამ ქალს მომავალი უმზადებს. ბეატრისა ჩირიტა ამერიკის შერთებულ შტატებში გადასაბარგებლად ემზადება და იქ ამბებს დაატრიალებს - დედა შვილს არ აიყვანს ხელში!

რაც შეეხება ჩირიტას ფეხბურთით გატაცებას, რუმინეთის საფეხბურთი ნაკრების თილისმად ეს ქალი საკუთრივ ქომაგებმა სცნეს და აღიარეს. უფრო მეტიც - მისთვის ბუქარესტის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნაზე ერთი ადგილი მუდმივად დაჯავშნულია და თუკი ბეატრისას იქ მისვლა მოესურვილება, ქომაგთა ბედნიერებას საზღვარი არა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126434