ფეხბურთი

12:40 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერუს ნაკრების ფეხბურთელი: "დანიასთან მატჩიდან არაფერი მახსოვს"

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პერუს ნაკრები პირველ ტურში დანიასთან (0:1) რომ დამარცხდა, ჩვენ გვახსოვს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა არაფერი ახსოვს სამხრეთ ამერიკელთა ნახევარმცველ რენატო ტაპიას.

საქმე ისაა, რომ “ფეიენოორდისა” და პერუს ნაკრების ნახევარმცველი პირველ ტაიმში დანიელთა კაპიტან სიმონ კიაერს შეეჯახა და გონება დაკარგა. როგორც გაირკვა, ეს თამაში ტაპიას არ ახსოვს:

“ახლა მშვიდად ვარ მიღებული დარტყმის შემდეგ. არაფერი მახსოვს თამაშიდან, მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს იყო განსაკუთრებული დღე და ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს”, - დაწერა სოციალურ ქსელში ტაპიამ.

საინტერესოა, რომ ასეთი ფაქტი წინა მუნდიალზეც მოხდა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა კრისტოფერ კრამერმა არგენტინელ ეზეკიელ გარაისთან შეჯახების შედეგად გონება დაკარგა და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მეხსიერებიდან გაუქრა...

0.13134