ლონდონის “არსენალმა” ლევერკუზენის “ბაიერის” აწ უკვე ყოფილი მეკარე ბერნდ ლენო გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
“ბერნდი მაღალი ხარისხისა და დიდი გამოცდილების მქონე მეკარეა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც “ლევერკუზენის” კარს 7 წელი იცავდა”, - თქვა უნაი ემერიმ.
“არსენალს” ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა BBC-ის ცნობით, “ლევერკუზენმა” 22 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო კონტრაქტი 5 წლის ვადით გაფორმდა.
ბერნდ ლენო “ბაიერის” რიგებში 2010 წლიდან თამაშობდა და მას შემდეგ 378-ჯერ დაიცვა “ფარმაცევტთა” ღირსება. საფეხბურთო კარიერა კი “შტუტგარტში” დაიწყო.
ამასთან, ლენოს გერმანიის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.