ფეხბურთი

12:05 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

Leicestermercury: "ლესტერი" კვირკველიას არ ესაუბრება"

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია “ლესტერ სიტის” ინტერესთა სფეროში არაა. აღნიშნულ ინფორმაციას, Leicestermercury ავრცელებს.

26 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ პირველ არხთან საუბარში დაადასტურა, რომ “მელიებთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველაფერს ნათელი უახლოეს დღეებში მოეფინებოდა. თუმცა, ზემოხსენებული წყარო წერს, რომ ეს ინფორმაცია არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს.

“ლესტერი” ცენტრალური მცველის ძიებაშია, მაგრამ კვირკველიასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია. ფეხბურთელმა ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ ინგლისურ გუნდს ესაუბრება, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს სიმართლე. “ლესტერის” მთავარი სამიზნე ავსტრიელი მცველი ალექსანდრ დრაგოვიჩია”, - გვამცნობს ბრიტანული მედია.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კვირკველიას “ლესტერში” შესაძლო გადასვლაზე აქტიურად იწერება. ისიც ითქვა, რომ ინგლისის 2016 წლის ჩემპიონმა რუსეთის მოქმედ ჩემპიონს ჩვენებურის სანაცვლოდ 17 მილიონი ევროც შესთავაზა.

0.111826