ფეხბურთი

20:44 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაუჯერებელი ფაქტი: ისლანდიის მოსახლეობის 99%-მა არგენტინასთან მატჩს უყურა!

მსოფლიოს ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრები პირველად თამაშობს და შეიძლება ითქვას, ამან ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. როგორც კუნძულელთა ვებგვერდი ავრცელებს ინფორმაციას, არგენტინა – ისლანდიის შეხვედრას მოსახლეობის 99.6%-მა უყურა!

ისლანდიაში 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს და გამოდის, რომ 328 ათასმა ადამიანმა ამ შეხვედრას თვალი ტელე-ეკრანიდან მიადევნა...

საინტერესოა, რომ ეს ისლანდიელთა რეკორდი არაა – ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, ინგლისთან 1/8 ფინალურ მატჩს მოსახლეობის 99.8%-მა უყურა. ამ რეკორდის მოხსნა რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი, ისლანდიელთათვის შეუძლებელად არც არაფერი მოჩანს...

აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული ისტორიულ მატჩში ისლანდიის ნაკრებმა ისტორიული ქულა მოიპოვა და მრისხანე მეტოქეს დაუზავდა (1:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116247