მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოსთან სერბთს შესუსტებული შემადგენლობა ეყოლება. ბალკანელებს ბოგდანო ბოგდანოვიჩი (“საკრამენტო”), მილოშ ტეოდოსიჩი (“კლიპერსი”), ნემანია ბიელიცა (“მინესოტა”), ნიკოლა იოკიჩი (“დენვერი”), მიროსლავ რადულიცა, ნიკოლა კალინიჩი და მარკო გუდურიჩი არ ეყოლება.
სერბეთის მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
ნიკოლა იოვანოვიჩი (“ცვერნა ზვეზდა”), ურიშ ლუკოვიჩი (“მორნარი”), დრაგან აპიჩი, სტეფან ბირჩევიჩი (“ისტანბული”), ალექსა რადანოვი (“ცვერნა ზვეზდა”), სტეფან პენო (“ალბა”), ნიკოლა რებიჩი (“ბილბაო”), ილია ჯოკოვიჩი (“ბორაცი”), ლუკა აშერიჩი (“მეგა ბიმაქსი”), ოგნენ დობრიჩი (“ცვერნა ზვეზდა”), დეიან დავიდოვაცი (“ცვერნა ზვეზდა”), ნიკოლა რაკოჩევიჩი, დეიან ტოდოროვიჩი (“ბილბაო”), ლუკა მიტროვიჩი (ბამბერგი”), ბოისლავ სტოინოვიჩი, დუშან რისტიჩი (არიზონას უნივერსიტეტი).
4 ივლისს საქართველო შინ სერბეთს დაუპირისპირდება.