თამაშგარე

20:19 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრა ამბროზიო - გულით ბრაზილიელი, მაისურით რუსი

ბრაზილიელი სუპერ-მოდელი, ალესანდრა ამბროზიო ფეხბურთის დიდი ქომაგი რომაა - ეს ცნობილი ამბავია. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ რუსეთში გასამართ საფეხბურთო მუნდიალამდე ყველა გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ბარაზილიელმა ლამაზმანმა სპეციალურად სამუნდიალედ არა მისი მშობლიური ბრაზილიის, არამედ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ფორმით იპოზიორა.

მაშინ მოდელმა თავისი ეს უცნაური გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ იგი ზოგადად მუნდიალის რეკლამირებას ცდილობდა და რაკი რუსეთი ამ ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, საფეხბურთი პირველობას ისე ვერაფერი გაარეკლამებდა, როგორც მასპინძელი გუნდის მაისურის ფრიალი.

ამ ამბავს ბრაზილიის ბულვარულ და სპორტულ მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ადამიანმა ალესანდრა სამშობლოს ღალატშიც კი დაადანაშაულა, რამაც ლამაზმანი ძალიან გააბრაზა და ამბროზიომ შუბლშეჭმუხვნით განაცხადა, რომ იგი ბრაზილიელია და ამით განსაკუთრებულად ამაყობს. ტანზე კი რას მოირგებს - ეს მხოლოდ მისი საქმეა.

0.112051