ფეხბურთი

2:37 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგ ლოსანოს გოლი და მიწისძვრა მეხიკოში

ირვინგ ლოსანო მიწისძვრის მიზეზი გახდა. საქმე ისაა, რომ მექსიკის ნაკრების გერმანიასთან გატანილი გოლის შემდეგ დედაქალაქ მეხიკოში მიწისძვრა დაფიქსირდა.

როგორც ტვიტერზე SIMMSA იტყობინება, მექსიკის დედაქალაქში უმნიშვნელო სახის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ლოსანოს გოლით იყო გამოწვეული:

“მიწისძვრა დაფიქსირდა მეხიკოში. აღსანიშნავია, რომ ის წარმოიშვა ხელოვნურად, სავარაუდოდ მიზეზი მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გოლით გახარებული გულშემატკივრების სიხარულია”, - წერია ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის პირველ ტურში მექსიკის ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი გერმანია ირვინგ ლოსანოს ერთადერთი გოლით დაამარცხა.

0.116062