1951 - დაიბადა დავით ყიფიანი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვერცხლის მედლისა (1977) და ხუთგზის (1971, 1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981) ბრინჯაოს მედალოსანი. 1976 და 1979 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, 1980 წელს ითამაშა ფინალში. 1977 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა კლუბის წევრი. ევროპის 1976 წლის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ორ მატჩში გაიტანა 2 გოლი. ევროთასების გათამაშებებზე ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ნათამაშები აქვს ევროპის ნაკრებში. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს, თბილისის “დინამოს”, კვიპროსის ‘ოლიმპიაკოსს”, ქუთაისის “ტორპედოს”, იაროსლავლის “შინიკს”. თბილისელებსა და ქუთაისელებს მოაპოვებინა ეროვნული პირველობის ჩემპიონობა და თასი. 2001 წლის 17 სექტემბერს ტრაგიკულად, ავტოავარიაში გარდაიცვალა. საქართველოს ეროვნული თასი დავით ყიფიანის სახელს ატარებს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1911 - საფრანგეთის ქალაქ რეიმსში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სტად დე რეიმსი”. საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი (1949, 1953, 1955, 1958, 1960, 1962). 1950 და 1958 წლებში მოიპოვა საფრანგეთის თასი. 1956 და 1959 წლებში იასპარეზა ჩემპიონთა თასის ფინალში და ორივე შემთხვევაში მადრიდის “რეალთან” დამარცხდა.
1914 - ამერიკელმა ველოსიპედისტმა ოსკარ ეგმა ერთ საათიან რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 60 წუთის განმავლობაში მან 44246 კმ დაფარა.
1956 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ეთიოპიის ეროვნულ ნაკრებს 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ანდრო ზაზროევმა (2) და მიხეილ მესხმა გაიტანეს. შეხვედრა თბილისში ჩატარდა.
1960 - ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, მადრიდის “რეალმა” გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” 135 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მაინის ფრანკფურტის “აინტრახტს” მოუგო (7:3). გამარჯვებულთაგან ორი გოლი ფერენც პუშკაშმა გაიტანა, სამი ალფრედო დი სტეფანომ. “აინტრახტის” რიგებში თავი შტაინმა (2) და კრესმა გამოიჩინეს.
1972 - ევროპის ჩემპიონატის ფინალი. გფრ - სსრკ 3:0. გოლები გერჰარდ მიულერმა (2) და ვიმერმა გაიტანეს. ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე თამაშს 43 ათასი მაყურებელი დაესწრო. გფრ: მაიერი, ჰიოტგესი, ბრაიტნერი, შვარცენბეკი, ბეკენბაუერი, ვიმერი, ჰაინკესი, ჰიონესი, მიულერი, ნეტცერი, კრემერსი. სსრკ: რუდაკოვი, ძოძუაშვილი, ხურცილავა (კაპიტანი), კაპლიჩნი, ისტომინი, კონკოვი (დოლმატოვი), ტროშკინი, კოლოტოვი, ბაიდაჩნი, ბანიშევსკი (კოზინკევიჩი), ონიშჩენკო.
1974 - მსოფლიოს მეათე ჩემპიონატი ფეხბურთში (გფრ). ჯგუფური ეტაპი: ავსტრალია - გფრ 0:3; გდრ - ჩილე 1:1; იუგოსლავია - ზაირი 9:0; შოტლანდია - ბრაზილია 0:0.
1978 - მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (არგენტინა). ჯგუფური ეტაპი: ჰოლანდია - გფრ 2:2; იტალია - ავსტრია 1:0; არგენტინა - ბრაზილია 0:0; პერუ - პოლონეთი 0:1.
1978 - არგენტინის მსოფლიო პირველობაზე პერუსა და პოლონეთისნაკრებთა მატჩში სამხრეთ ამერიკელთა მეკარე მუნდიალების ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი გოლკიპერია, რომელიც მოწინააღმდეგის ნახევარზე გააფრთხილეს.
1982 - მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (ესპანეთი). ჯგუფური ეტაპი: იტალია - პერუ 1:1; არგენტინა - უნგრეთი 4:1; ბრაზილია - შოტლანდია 4:1.
1986 - მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (მექსიკა). მერვედფინალი. ინგლისი - პარაგვაი 3:0; ესპანეთი - დანია 5:1.
1986 - გარი ლინეკერი 1300
1986 - გერმანელმა მოცურავე ჰაიკე ფრიდრიხმა 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:57,55).
1990 - მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (იტალია). ჯგუფური ეტაპი: სსრკ - კამერუნი 4:0; არგენტინა - რუმინეთი 1:1.
1994 - მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ჯგუფური ეტაპი: აშშ - შვეიცარია 1:1; რუმინეთი - კოლუმბია 3:1; ირლანდია - იტალია 1:0.
1998 - მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ჯგუფური ეტაპი: საფრანგეთი - საუდის არაბეთი 4:0; დანია - სამხრეთ აფრიკა 1:1.
2002 - მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხრეთ კორეა-იაპონია). მერვედფინალი: თურქეთი – იაპონია 1:0; სამხრეთ კორეა - იტალია 2:1.
2004 - 2012 წლის 18 ივნისს საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში კლუბის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაარსებიდან რვა წელი შეუსრულდა.
2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია - ავსტრალია 2:0; იაპონია - ხორვატია 0:0; საფრანგეთი - ს. კორეა 1:1.
2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთმა საბერძნეთს 2:1, რუსეთმა კი შვეციას 2:0 მოუგო.
2009 - ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი “ბარსელონამ” მოიგო. კატალონელები მეთხუთმეტედ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები.
2010 - სამხრეთ აფრიკის მუნდიალი.
2012 - უკრაინა-პოლონეთის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი და იტალია გავიდნენ. “ფურია როხამ” ხორვატიას 1:0 მოუგო, ხოლო “სკუადრა აძურამ” ირლანდიას 2:0 სძლია.
ამ დღეს დაიბადნენ
1900 - მიხაილ ბუტუსოვი. საბჭოთა (რუსი) ფეხბურთელი. საკავშირო ნაკრების პირველ მატჩში გუნდის კაპიტანი იყო და სსრკ-ის ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველი გოლის ავტორია. რსფსრ-სა და ლენინგრადის მრავალგზის ჩემპიონი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა. სათავეში ედგა რამდენიმე გუნდს, 1939-40 წლებში კი თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი იყო.
1908 - კარლ ჰომანი. 1930-იან წლებში გერმანიის ნაკრების ფორვარდი. 20 სანაკრებო შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე.
1941 - როჟე ლემერი. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ერთადერთი სპეციალისტი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებებს ევროპისა და აფრიკის ჩემპიონატები მოაგებინა (საფრანგეთისა და ტუნისის გუნდებს). ფრანგები ევროპის ჩემპიონი 2000 წელს გახადა, ტუნისელებს კი აფრიკის ეროვნებათა თასი 2004 წელს მოაგებინა. 998 წელს იყო საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, როცა “სამფეროვნებმა” მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. ტუნისის ნაკრების ორჯერ გაიყვანა აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალურ სტადიაზე. მოთამაშეობისას მცველი იყო. 1966, 1968 და 1969 წლებში დაასახელეს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად.
1946 - ფაბიო კაპელო. სახელგანთქმული იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ამპლუით ნახევარმცველი გამოდიოდა “რომაში” (1967-69), ტურინის “იუვენტუსსა” (1969-76) და “მილანში” (1976-79). საკლუბო დონეზე ჩაატარა 332 მატჩი, გაიტანა 32 გოლი. იტალიის ოთხგზის ჩემპიონი (სამჯერ ტურინელთა, ერთხელ მილანელთა შორის). იტალიის თასი მოგებული აქვს “რომასა” და “მილანის” შემადგენლობაში. 1972-76 წლებში თამაშობდა იტალიის ნაკრებში, რომლის რიგებში ჩაატარა 32 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. მსოფლიო 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე. მოგვიანებით გახდა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი. “მილანს” 1994 წელს ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. “როსონერი” 1992, 1993, 1994 და 1996 წლებში იტალიის ჩემპიონი გახადა, 1992, 1993 და 1994 წლებში კი ქვეყნის სუპერთასი მოაპოვებინა. “რომასთან” ერთად 2001 წელს სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო. 1997 და 2007 წლებში მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონი გახადა. 2005 და 2006 წლებში ტურინის “იუვენტუსთან” ერთად იტალიის ჩემპიონატში იმარჯვა, თუმცა, მოგვიანებით “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ორივე ეს ტიტული ჩამოართვეს. 2005 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო მწვრთნელად. ფაბიო კაპელო ბოლოს ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდის მიერ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ ალბიონელთა მთავარი გუნდის დამრიგებლის პოსტი დატოვა.
1946 - ალეკსანდრ პროხოროვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევის “დინამოსა” და მოსკოვის “სპარტაკის” მეკარე. 1974 და 1975 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ.
1950 - ანელ ერჰარდტი. ყოფილი გდრ-ის წარმომადგენელი მძლეოსანი. 110 მეტრ თარჯრბენში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1951 - დავით ყიფიანი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვერცხლის მედლისა (1977) და ხუთგზის (1971, 1972, 1976 გაზაფხული-შემოდგომა, 1981) ბრინჯაოს მედალოსანი. 1976 და 1979 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, 1980 წელს ითამაშა ფინალში. 1977 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა კლუბის წევრი. ევროპის 1976 წლის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ორ მატჩში გაიტანა 2 გოლი. ევროთასების გათამაშებებზე ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ნათამაშები აქვს ევროპის ნაკრებში. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს, თბილისის “დინამოს”, კვიპროსის ‘ოლიმპიაკოსს”, ქუთაისის “ტორპედოს”, იაროსლავლის “შინიკს”. თბილისელებსა და ქუთაისელებს მოაპოვებინა ეროვნული პირველობის ჩემპიონობა და თასი. 2001 წლის 17 სექტემბერს ტრაგიკულად, ავტოავარიაში გარდაიცვალა. საქართველოს ეროვნული თასი დავით ყიფიანის სახელს ატარებს.
1971 - ხორხე ბერმუდესი. კოლუმბისს ნაკრებისა და ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” მცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მონაწილე. კოლუმბიის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. იყო “ბოკა ხუნიორსის” კაპიტანი. გუნდთან ერთად მოიპოვა საკონტინენტთაშორისო და ორჯერ ლიბერტადორესის თასი. არგენტინის სამგზის ჩემპიონი. იყო კოლუმბიისა და საბერძნეთის ჩემპიონიც.
1974 - ვინჩენცო მონტელა. იტალიის ნაკრებისა და “რომას” ფეხბურთელი. ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი (2000).
1976 - დავით ბერძენიშვილი. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (209 სმ). გამოდიოდა თბილისის “კაკტუსში,” “დინამოში,” “თბილავიამშენში” და ბათუმის “ბასკოში”. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა.
1986 - რიშარ გასკე. ფრანგი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ხუთი ტურნირი. შერეულ წყვილთა შორის მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა (2007) და წყვილთა თანრიგში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი. 2007 წლის ივლისში მსოფლიო კლასიფიკაციაში მეშვიდე საფეხური ეკავა. საჩოგბურთო ტურნირებზე გამოსვლისას გამომუშავებული აქვს 7 მილიონ 868 467 დოლარი