ფეხბურთი

2:05 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოაჰიმ ლიოვი: "ჩვენზე ზეწოლა გაიზარდა"

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მექსიკასთან (0:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის გუნდმა პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ითამაშა.

“პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით ნელა ვმოძრაობდით. მაგრამ, მეორე ტაიმში ბევრი საგოლე შანსი გვოქნდა, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ახლა ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვიქნებით შვედეთთან მატჩში.

პლეი-ოფის პოტენციურ მეტოქეზე ამჟამად არ ვფიქრობთ და მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული”, - განაცხადა ნამატჩევს ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პირველ ტურში მექსიკასთან წააგო (0:1), ხოლო მეორე მატჩს 23 ივნისს, შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.118772