მსოფლიოს ჩემპიონატის F ჯგუფის სასტარტო შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მოსკოვში, მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები მექსიკას უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება – 0:1.
“აცტეკები” მრისხანე მეტოქეს რიგ ეპიზოდებში აღემატებიან და შეიძლება ითქვას, რომ დამსახურებულადაც იგებენ. ეს ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა.
მექსიკის ნაკრების შესანიშნავი და სწრაფი კონტრშეტევა დიდებულად დააგვირგვინა ირვინგ ლოსანომ.
მეორე ნახევარი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.