ფეხბურთი

15:49 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია Manchester Evening News-მა გაავრცელა. ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად ესპანელი ინგლისურ კლუბში 2019 წლამდე ითამაშებს.

დავიდ დე ხეასადამი ინტერესს დიდი ხანია მადრიდის "რეალი" იჩენს. ჯერჯერობით უცნობია ახალი კონტრაქტის დეტალები. ესპანელი "წითელ ეშმაკებს" 2011 წელს "ატლეტიკოდან" შეუერთდა და მას შემდეგ 315 შეხვედრაში 310 გოლი გაუშვა და 118 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. დე ხეას სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.

0.114739