ჩოგბურთი

10:42 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში ჰალეს ტურნირში იღებს მონაწილეობას და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში შვედეთის სახელით მოასპარეზე ელიას იმერი იოლად 6:4, 6:3 დაამარცხდა.

გადამწყვეტი შეხვედრა 26 წლის ქართველს დღეს ელის, თბილისის დროით 15:30 საათზე ბასილაშვილი დენის კუდლას ეთამაშება. ამერიკელს ნიკოლოზი ბალახის კორტზე ერთხელ უკვე შეხვდა, 2014 წელს უიმბლდონის კვალიფიკაციის პირველივე ტურში კუდლამ მეტოქე 6:3, 6:0 დაამარცხა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2,116,915 ევროა. პირველი ნომერი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული როჯერ ფედერერი იქნება.

0.121055