ფეხბურთი

18:57 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა და მესი ისლანდიურ ვულკანში

მსოფლიოს 2018 წლის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა – არგენტინის ნაკრებმა ისლანდია ვერ დაამარცხა! “ალბისელესტე” ძალიან არადამჯერებელი იყო და იმ თამაშის ხარისხით, რომელიც აჩვენა, ალბათ მოგებას არც იმსახურებდა.

გუნდებმა გოლები პირველივე ტაიმში გაცვალეს: კუნ აგუეროს გოლს ალფრედ ფინბოგასონმა უპასუხა და 23-ე წუთისთვის უკვე 1:1 გახლდათ ანგარიში.

ხორხე სამპაოლის გუნდს დიდი დრო ჰქონდა სურათის შესაცვლელად, მაგრამ ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა შანსი ლიონელ მესიმაც, რომელმაც მეორე ტაიმში პენალტი გააცუდა. მოკლედ, კრიტიკა ელოდება არგენტინას, სამპაოლის და რა თქმა უნდა, მესისაც.

აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

0.116134