ფეხბურთი

14:02 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "მესი ყველაფერს აკონტროლებს"

არგენტინელმა სპეციალისტმა დიეგო სიმეონემ მისი თანამემამულე ლიონელ მესი შეაქო. მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

“4 წლის წინ არგენტინა ძალიან ახლოს იყო მსოფლიოს ჩემპიონობასთან, თუმცა გერმანიასთან მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა.

მესი უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია. მას შეუძლია გუნდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს. ალბისელესტეს მთავარ ძალადაც მას მივიჩნევ. ლეო ყველაფერს აკონტროლებს და თამაშის ტემპს განსაზღვრავს. ყველა ფეხბურთელს კარგად იცნობს, მოსწონს თუ არა სხვა საკითხია, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ისლანდიის, ნიგერიის და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად იმყოფება და პირველ მატჩს ისლანდიის წინააღმდეგ დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაატარებს.

0.123087