ფეხბურთი

12:40 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "მონაკო" მარკიზიოზე მსჯელობენ

ფრანგული “მონაკო” ტურინის “იუვენტუსიდან კლაუდიო მარკიზიოს დამატებას გეგმავს. ამის შესახებ შეხვედრა უკვე გამართეს მხარეებმა, სადაც ერთმანეთს თეთრ-წითლების ვიცე პრეზიდენტი ვადიმ ვასილიევი, “ბებერი ქალბატონის” გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ნახევარმცველის გასხვისების შესახებ იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ჩემპიონ გუნდში მარკიზიო უკვე არასასურველ “ხანდაზმულ მოთამაშედ” მოიაზრება, რასაც განვლილი სეზონი ნათლად მეტყველებს. 32 წლის იტალიელმა 2017-2018 წლების სეზონში სერია A-ს 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - მინდორზე მხოლოდ 19 წუთი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111042