პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფერნანდუ სანტუშის აზრით, ესპანეთთან (3:3) მატჩი სამართლიანი შედეგით დასრულდა.
“მაღალი ხარისხის თამაში იყო, უპირატესობას კი ესპანეთი ფლობდა, შედეგი კი სამართლიანია. როდესაც გოლი გავიტანეთ, ბურთი ინერციით მეტოქეს დავუთმეთ და დავისაჯეთ კიდეც. თუმცა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს შედეგშიც აისახა.
პლეი-ოფში გასასვლელად მომდევნო ორ მატჩში წარმატებით თამაშია საჭირო. არ გვინდა, რომ ესპანეთთან დაშვებული შეცდომები გამეორდეს, ბურთი აუცილებლად ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ”, - განაცხადა სანტუშმა.
პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურის მატჩს 20 ივნისს, მაროკოს წინააღმდეგ ჩაატარებს.