ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო იერომ პორტუგალიასთან (3:3) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მტკიცე ხასიათი გამოაჩინა. იეროს თქმით, ის ამაყობს თავისი ფეხბურთელებით, მაგრამ რონალდუს წინააღმეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
“ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათ აჩვენეს ხასიათი და ორჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. დე ხეას შეცდომა? – ჩვენი ეთი გუნდი ვართ. შესაძლოა, ეს არ იყო მისი საუკეთესო დღე, მაგრამ დავიდის შესახებ ეჭვები არ არსებობს.
როდესაც თამაშობ რონალდუს წინააღმდეგ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, მას ჩემს არცერთ ფეხბურთელში არ გავცვლიდი. ჩემი გუნდი აკონტროლებდა ბურთს, მაგრამ კრიშტიანუსთვის მეტოქის პატარა უყურადღებობაც საკმარისია”, - განაცხადა იერომ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები პირველ ტურში პორტუგალიასთან დაზავდა (3:3), ხოლო მეორე ტურში 20 ივნისს, ირანის ნაკრებს დაუპირისპირდება.