პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთთან (3:3) მატჩი შეაფასა. 33 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
“ბედნიერი ვარ, ეს იყო ჩემი საუკეთესო თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე. კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა ითამაშა კარგად და ორჯერ ვიგებდით, მაგრამ ბოლოს ქულის გადასარჩენად ვიბრძოდით. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია.
ეს განსაკუთრებული მომენტია, ჩვენ ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ ვითამაშეთ, პორტუგალია კი ფავორიტი არაა. უბრალოდ, უნდა მოვიგოთ შემდეგი თამაში და 4 ქულა დავაგროვოთ, ჩვენ ეს გვჭირდება”, - გნაცხადა კრიშტიანუმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელთა მხრიდან სამივე გოლი რონალდუმ გაიტანა, ხოლო ესპანელთაგან დუბლი შეასრულა დიეგო კოშტამ, ერთი გოლი კი ნაჩოს ანგარიშზეა.