ფეხბურთი

10:57 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "მსაჯები რონალდუს სასარგებლოდ ყოველთვის ჯარიმას ნიშნავენ"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟერარდ პიკემ პორტუგალიასთან (3:3) მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს, დავიდ დე ხეასა და ხულენ ლოპეტეგის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, რონალდუ მსაჯებზე დიდ გავლენას ახდენს:

“რონალდუსთან ყოველი შეხების შემდეგ მსაჯები უსტვენენ, ის ძალიან გავლენიანია. დე ხეას შეცდომა? – ის ჩვენი პირველი ნომერია და შესაბამისად, საუკეთესოა. ლოპეტეგი? – მან “რეალში” წასვლა გადაწყვიტა და ეს ჩვენზე ცუდად არ იმოქმედებს”, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩი 3:3 დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუმ კი, “ფურია როხას” სამი გოლი გაუტანა.

0.114696