ფეხბურთი

1:55 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ - ისტორიული, მეფური და რეკორდული საღამო

მსოფლიოს ჩემპიონატი საოცრად დაიწყო კრიშტიანუ რონალდუმ. პორტუგალიელს ესპანეთთან მატჩში ბენეფისი ჰქონდა და ჰეთ-თრიქით საკუთარ ქვეყანას მუნდიალზე პირველი ქულა პირადად მოუტანა.

აღნიშნულ თამაშში 33 წლის შემტევმა არაერთი რეკორდი დაამყარა და მათ შესახებ გიამბობთ:

  • რონალდუ გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა – 33 წელი და 130 დღე.
  • კრიშტიანუ ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ოთხ სხვა და სხვა მუნდიალზე მოახერხა გოლის გატანა (2006, 2010, 2014, 2018). აქამდე იგივეს გაკეთება გერმანელებმა, უვე ზეელერმა და მიროსლავ კლოზემ და ბრაზილიელმა პელემ მოახერხეს.
  • რონალდუმ ესპანეთთან ერთ კონკრეტულ მატჩში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც წინა სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთად:

2006 წელი – 25 დარტყმა, 1 გოლი.

2010 წელი – 22 დარტყმა, 1 გოლი.

2014 წელი – 22 დარტყმა, 1 გოლი.

2018 წელი – 5 დარტყმა, 3 გოლი.

  • კრიშტიანუ რონალდუ მესამე პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა ეუსებიოსა (1966) და პედრო პაულეტას (2002), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
  • პორტუგალიელმა დიდ სანაკრებო ტურნირზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი) ჯარიმა პირველად გაიტანა.
0.115464