ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა ნეიმარმა საკუთარ თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა, თუმცა, მესი და რონალდუ გამონაკლისებად მოიხსენია.
„კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი - ეს არიან ფეხბურთელები, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე მაღლა დგანან. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი - მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. მესი და რონალდუ სხვა პლანეტიდან არიან“ - ამბობს ნეიმარი.