ფეხბურთი

22:49 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანახაობრივი პირველი ტაიმი: პორტუგალია ესპანეთს ამარცხებს

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე შეხვედრა პორტუგალიას და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მიმდინარეობს და პირველი ტაიმის შემდეგ ევროპის მოქმედი ჩემპიონი 2:1 იგებს.

მეოთხე წუთზე ნაჩომ რონალდუ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პორტუგალიის კაპიტანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ოთხ სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა.

24-ე წუთზე დიეგო კოშტამ ჩინებულად ითამაშა, საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, კარგად დაამუშავა, ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ესპანელთაგან ჩინებული მომენტები ჰქონდათ დავიდ სილვას, ისკოს და ანდრეს ინიესტას, თუმცა მათ თავი ვერ გამოიჩინეს.

პირველი ტაიმის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა. საჯარიმოს მისადგომებიდან "რეალის" თავდამსხმელმა ძლიერი დარტყმით ბურთი დაბალი ტრაექტორიით გაუშვა, დავიდ დე ხეამ კი ბურთი ვერ შეიმაგრა - 2:1.

0.116222