ფეხბურთი

16:03 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "სანაკრებო დონეზე აუცილებლად ვიმუშავებ"

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სანაკრებო დონეზე მუშაობის სუვილს გამოთქვამს, მაგრამ მხოლოდ სამომავლოდ. ამჟამად, გამოცდილი სპეციალისტი მხოლოდ კლუბში მუშაობაზეა კონცენტრირებული.

“ჯერჯერობით ეროვნულ ნაკრებში არასდროს მიმუშავია, მაგრამ ერთ დღეს სიამოვნებით დავთანხმდები ასეთ წინადადებას. ცოტა ხნის წინ, იტალიის ნაკრებში მიწვევდნენ, მაგრამ ამჟამად საკლუბო დონეზე ვამჯობინე მუშაობა.

ჩემთვის რთული იქნება “ინტერისა” და “ბარსელონას” გაწვრთნა, იქედან გამომდინარე, რომ “მილანსა” და “რეალში” ვმუშაობდი”, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ დაახლოებით სამი კვირის წინ “ნაპოლი” ჩაიბარა და იტალიის ნაკრები უარით გაისტუმრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113642