ფეხბურთი

15:00 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოდ პუელის არჩევანი - სოლომონ კვირკველია

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი “ლესტერ სიტი” საქართველოს ნაკრების მცველ სოლომონ კვირკველიას გადაბირების იმედს არ კარგავს. Mirror-ის ინფორმაციით, “მელიების” მთავარ მწვრთნელ კლოდ პუელს დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და ამისთვის კვირკველია იდეალურ ვარიანტად მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ “ლესტერმა” უკვე შეიძიენა ჯონი ევანსი და ფრანგ სპეციალისტის დაცვის ცენტრში მის მეწყვილედ კვირკველია ესახება. ინგლისური მხარე 26 წლის ჩვენებურში 17 მილიონი ევრო გაიღონ.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია მოსკოვის “ლოკომოტივის” ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს და “რკინიგზელებთან” ერთად რუსეთის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა.

0.155751