ისტორია

9:54 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

15 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969 - დაიბადა ოლივერ კანი. გერმანიის ნაკრების, “კარლსრუესა’ და მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (2002). ამავე მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი. 2001 წელს გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში. 1996 წელს მოიგო უეფას თასი. გერმანიის რვაგზის (1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2005, 2006, 2008) ჩემპიონი და თასის ექვსგზის (1998, 2000, 2003, 2005, 2006, 2008). ექვსჯერ დაეუფლა გერმანიის ლიგის თასს. 1999, 2001 და 2002 წლებში დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ. 2000 და 2001 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1904 - გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბაიერი”.

1924 - FIFA-მ შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის წინადადება მიიღო და უშუალოდ კუთხურიდან გატანილი ბურთის ჩათვლა გადაწყვიტა.

1954 - დაარსდა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო – უეფა.

1958 - შვედეთის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: შვედეთი _ უელსი 0:0; უნგრეთი _ მექსიკა 4:0; ბრაზილია - სსრკ 2:0; ინგლისი - ავსტრია 2:2.

1958 - მუნდიალზე დებიუტი ჰქონდა პელეს. საბჭოთა კავშირთან მატჩის დღეს იგი 17 წლისა და 235 დღისა იყო.

1969 - სალვადორისა და ჰონდურასის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი ამ ქვეყნებს შორის ომის გაჩაღების საბაბად იქცა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში სალვადორელებმა და ჰონდურასელებმა ურთიერთშეხვედრისას თითო თამაში მოიგეს (3:0, 0:1), გადათამაშებაში კი სალვადორმა 3:2 იმარჯვა. მატჩის მეორე დღეს სალვადორმა და ჰონდურასმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს, რასაც მოგვიანებით საომარი მოქმედებები მოჰყვა.

1973 - იტალიის ფეხბურთელთა ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად მოახერხა ინგლისის ეროვნული გუნდის დამარცხება. ტურინში ჩატარებულ მატჩი, “სკუადრა აძურამ” 2:0 მოიგო.

1974 - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეათე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ურუგვაი - ჰოლანდია 0:2; პოლონეთი - არგენტინა 3:2; იტალია - ჰაიტი 3:1.

1974 - მუნდიალების ისტორიაში ფეხბურთელს პირველად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი. ჰაიტელი ერნსტ ჟან-ჟოზეფი ეფედრინის მოხმარებაში ამხილეს. იგი ირწმუნებოდა, ეფედრინი ასთმის სამკურნალოდ მივიღეო, თუმცა, დისკვალიფიკაცია მაინც არ ასცდა. 1974 წლამდე მუნდიალებზე დოპინგ-ტესტი არ ტარდებოდა.

1974 - იტალიისა და ჰაიტის სამუნდიალე შეხვედრაში შეწყდა “სკუადრა აძურას” “მშრალი სერია”. 1972 წლის 20 სექტემბრიდან მოყოლებული 1143 წუთის განმავლობაში იტალიელები გოლს არ უშვებდნენ, დინო ძოფის კარის აღება კი 22 ჰაიტელმა ფორვარდმა ემანუელ სანონმა შეძლო. სანონი 2008 წლის 21 თებერვალს ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

1975 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, შვედმა ბიონ ბორგმა არგენტინელი გილერმო ვილასი 6:2, 6:3, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 45-ე ჩემპიონი გახდა.

1980 - საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებმა რიო დე ჟანეიროს “მარაკანას” სტადიონზე, ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგო. ქართველთაგან შეხვედრაში ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და რევაზ ჩელებაძე თამაშობდნენ.

1982 - ესპანეთის მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: უნგრეთი - სალვადორი 10:1; შოტლანდია - ახალი ზელანდია 5:2.

1986 - მექსიკის მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მერვედფინალი: მექსიკა - ბულგარეთი 2:0; ბელგია - საბჭოთა კავშირი 4:3 (დამატებითი დრო).

1990 - იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ჩეხოსლოვაკია - ავსტრია 1:0; გერმანია - საემიროები 5:1.

1998 - საფრანგეთის მსოფლის მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: გერმანია - აშშ 2:0; რუმინეთი - კოლუმბია 1:0.

2002 - მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). მერვედფინალი: გერმანია - პარაგვაი 1:0; დანია - ინგლისი 0:3.

2002 - გერმანიისა და პარაგვაის სამუნდიალო მატჩზე სამხრეთამერიკელებს ჩეზარე მალდინი ხელმძღვანელობდა. იმ დღეს იტალიელი სპეციალისტი 70 წლისა და 110 დღისა იყო. ამ ასაკში არც ერთ სხვა მწვრთნელს საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე გუნდი სათამაშოდ სხვა არც ერთ დამრიგებელს არ გაუყვანია.

2005 - საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ლევან კობიაშვილი დაასახელა, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის უძლიერეს ფეხბურთელად _ ლევან მელქაძე.

2005 - ვლადიმერ ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი ლიუბლიანის “ოლიმპიას” რიგებში კალათბურთში სლოვენიის ჩემპიონები გახდნენ.

2005 - გერმანიაში სტარტი აიღო FIFA-ს კონფედერაციათა თასის გათამაშებამ ფეხბურთში.

2006 - გერმანიის მეთვრამეტე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ინგლისი _ ტრინიდადი 2:0; შვედეთი _ პარაგვაი 1:0; ეკვადორი _ კოსტა რიკა 3:0.

2008 - საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა ბუქარესტის “არკულის თასზე” ურუგვაის ნაკრებს 20:18 მოუგო და მსოფლიო თასზე წაგებისთვის რევანში აიღო.

2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიამ პორტუგალიას 2:0 მოუგო. ორივე გოლი ჰაკან იაკინის ანგარიშზეა. თურქეთი ჩეხიასთან მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 0:2-ს აგებდა, საბოლოოდ კი 3:2 მოიგო.

2010 - ბუქარესტში მიმდინარე რაგბისტთა ერთა თასის მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი იტალიის Aნაკრებთან 3:21 დამარცხდა.

2010 - სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე რუსტენბურგში სლოვაკია ახალ ზელანდიას დაუზავდა 1:1, ასევე ფრედ დასრულდა პორტ ელიზაბეტში კოტ დ’ივუარისა და პორტუგალიის შეხვედრა, იოჰანესბურგში კი ბრაზილიამ ჩრდილოეთ კორეას 2:1 მოუგო.

2013 - მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 26 წლისქართველი მცველისგალათასარაიმ” “ბანვითსფინალური სერია 4:1 მოუგო დაქვეყნისპირველობისგამარჯვებული მეხუთედ გახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1943 - პიტ კაიზერი. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იყო ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტანი და გუნდთან ერთად მრავალგზის ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელია. ზედიზედ სამჯერ (1971, 1972, 1973) გაიმარჯვა ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

1944 - ინა რისკალი. საბჭოთა ფრენბურთელი. 1964 და 1976 წლებში ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს და ვერცხლის მედლები.

1950 - ჰეიდი შულერი. პირველი ქალი რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფიცი დადო. ეს, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მოხდა.

1952 - დირსეუ. ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი 1970-80-იან წლებში. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. კარიერის განმავლობაში გამოიცვალა 14 კლუბი.

1960 - ასლან ბალაძე. ქობულეთის “შუქურას,” ბათუმისა და თბილისის “დინამოს” გოლკიპერი. იყო ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი.

1964 - მიქაელ ლაუდრუპი. დანიის ეროვნული ნაკრების, “ბრონდბიუს”, ტურინის “იუვენტუსის”, “ლაციოს”, “ბარსელონას”, მადრიდის “რეალის”, იაპონიის “ვისელ კობეს”, ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდი. “ბარსელონას” შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (1992). მოპოვებული აქვს იტალიის, ჰოლანდიის და ხუთჯერ ესპანეთის (ოთხჯერ “ბარსელონას”, ერთხელაც “რეალის” რიგებში) ჩემპიონობა. “იუვენტუსთან” ერთად მოიგო საკონტინენტთაშირისო თასი, “ბარსელონას” რიგებში ევროპის სუპერთასი. 1992 და 1993 წლებში აღიარეს ესპანური პრიმერა დივიზიონის საუკეთესო მითამაშედ. დანიაში დაასახელეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელად. წვრთნიდა “ბრონდბიუს”, “ხეტაფეს”, მოსკოვის “სპარტაკს”, “მალიორკას”, “სუონსის”. “ბრონდბიუს” თბილისში, “დინამოს” წინააღმდეგ უეფას თასის მატჩში უხელმძღვანელა.

1969 - ოლივერ კანი. გერმანიის ნაკრების, “კარლსრუესა’ და მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (2002). ამავე მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი. 2001 წელს გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში. 1996 წელს მოიგო უეფას თასი. გერმანიის რვაგზის (1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2005, 2006, 2008) ჩემპიონი და თასის ექვსგზის (1998, 2000, 2003, 2005, 2006, 2008). ექვსჯერ დაეუფლა გერმანიის ლიგის თასს. 1999, 2001 და 2002 წლებში დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ. 2000 და 2001 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1973 - ტორე ანდრე ფლო. ნორვეგიის ნაკრების, “ჩელსის,” “რეინჯერსისა” და “ვალერენგას” ფეხბურთელი. “ჩელსისთან” ერთად მოიგო თასების მფლობელთა თასი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1967 - ედვარდ იგანი. მოგებული აქვს როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის ოლიმპიური თამაშები. 1920 წელს იგანი კრივში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო 1932 წლის თამაშებზე, პირველობა ციგაობაში არავის დაუთმო.

0.102087