სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:01 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გრიზმანი "ატლეტიკოში" დარჩა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - „ატლეტიკოში“ რჩება. ამრიგად, 27 წლის ფეხბურთელმა კატალონიის „ბარსელონა“, რომელსაც ძალიან სურდა მისი შეძენა, უარით გაისტუმრა.

„ჩემი გულშემატკივრები, ჩემი გუნდი, ჩემი ოჯახი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფრანგმა.

როგორც ესპანური მედია იტყობინება, მუნდიალის შემდეგ ანტუანი „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, გრიზმანს „ბარსელონა“ ეპატიჟებოდა და მან არჩევანი სწორედ „ბარსასა“ და „ატლეტიკოს“ შორის გააკეთა.

გასულ სეზონში 27 წლის ფრანგმა შემტევმა 49 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115502