სხვა

23:55 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გიორგაძემ ზაზა ნადირაძეს სამინისტროში უმასპინძლა

13 ივნისს, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მოადგილესთან შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში უმასპინძლა კანოეს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულ ზაზა ნადირაძეს. მინისტრმა ნადირაძეს ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა და მომავალ შეჯიბრებებში შედეგიანად ასპარეზობა უსურვა.

ახლახანს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი კანოისტის ზაზა ნადირაძის ტრიუმფით დასრულდა. ნადირაძემ 200 მეტრზე სპრინტში ასპარეზობა შესარჩევი ეტაპიდან დაიწყო, შვიდ მონაწილეს აჯობა და ფინალურ გაცურვაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალშიც შესანიშნავად იასპარეზა და 39.200 წამში დაფარა დისტანცია, რის შედეგადაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მეორე ადგილი დაიკავა რუსმა კანოისტმა ივან შტილმა (39.224), ხოლო მესამე ადგილზე ბელარუსის წარმომადგენელი არცემ კოზირი გავიდა (39.468). ნადირაძემ 2017 წელს ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. შარშანდელ ევროპირველობაზე ქართველმა კანოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ გამარჯვებით ზაზა ნადირაძემ მომავალ წელს ბელარუსში გასამართი ევროპული თამაშების - მინსკი 2019-ის ლიცენზიაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ევროპული თამაშების ლიცენზიის მფლობელი კიდევ ერთი ქართველი კანოისტი, ბადრი ყაველაშვილიც გახდა.

mcs.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137462