ესპანეთის ნაკრების წ უკვე ყოფილ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის მადრიდის “რეალი” დღეს წარადგენს. კერძოდ, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე. საინტერესოა, რომ პარალელურად მსოფლოს ჩემპიონატი იხსნება, სადაც ლოპეტეგის ესპანეთი უნდა გაეყვანა.
თუმცა, “რეალთან” კონტრაქტის გაფორმების გამო 51 წლის სპეციალისტი “ფურია როხადან” გუშინ დაითხოვეს.
ლოპეტეგი “რეალს” სამი წლით ჩაიბარებს. ესპანელი სპეციალისტის წარდგენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.