ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის “რეალის” გაწვრთნა იუარა. ამის შესახებ თავად იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა იტალიურ მედიასთან საუბარში.
“ფლორენტინო პერესი დამიკავშირდა და “რეალში” მუშაობა შემომთავაზა. თუმცა, მე უარი ვუთხარი, რადგან ჩემი მომავალი “იუვენტუსშია”, - განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ ალეგრის “იუვენტუსს” 2014 წლიდან თავკაცობს და 4-ჯერ მოაგებინა სკუდეტო და იტალიის თასი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.
“რეალმა” კი უკვე დანიშნა ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟულენ ლოპეტეგი, რომელიც ამის შემდეგ ესპანეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს.