ურუგვაის ნაკრების მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც “როხიბლანკოს” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი მადრიდში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
“ძალიან ბენდიერი ვარ, რომ კლუბი მენდობა. “ატლეტიკო” ძალიან გაიზარდა და ევროპის საუკეთესოებშია. ბევრი ტიტული მოვიგეთ ბოლო წლებში და დიდებული სტადიონიც გვაქვს”, - განაცხადა ხიმენესმა.
ხოსე მარია ხიმენესი “ატლეტიკოს” ღირსებას 2013 წლიდან იცავს და ხსენებულ დროში ლა ლიგაში 85 მატჩი ჩაატარა (3 გოლი). აღსანიშნავია, რომ ხიმენესს ტურინის “იუვენტუსი” იწვევდა, თუმცა ურუგვაელმა ესპანეთში დარჩენა ამჯობინა.