ფეხბურთი

15:37 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

ეგვიპტის ნაკრების ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ადასტურებს.

მიუხედავად ამისა, სალაჰის თამაში მუნდიალის პირველ ტურში (ურუგვაისთან 15 ივნისს) თითქმის გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხრის ტრავმა მიიღო სერხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ.

0.119639