კალათბურთი

11:27 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტს” ენტონი დევისი მოუნდა 

ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტმა” კიდევ გაძლიერება გადაწყვიტა და The Athletic-ის ცნობით, “მეომრები” “ნიუ ორლეანის” ცენტრის ენტონი დევისის გადაბირებას შეეცდება.

დევისს “ნიუ ორლეანთან” კონტრაქტი კიდევ სამი წელი აკავშირებს და მომდევნო წლების განმავლობაში საშუალოდ ერთ წელში 25 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

თუ დევისი ოკლენდში გადავა, მაშინ “ოქროს შტატელებს” რომელიმე კალათბურთელის გაშვება მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127292