საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით საფრანგეთის ნაკრების ქომაგები დაამშვიდა.
“კარგად ვარ, ეს იყო მხოლოდ დარტყმა. მადლობა თქვენი შეტყობინებებისთვის”, - დაწერა მბაპემ.
კილიანმა კოჭის ტრავმა “მამლების” უკანასკნელ ვარჯიშზე მიიღო და საწვრთნელი პროცესი ნაადრევად დატოვა.