ფეხბურთი

1:25 | 13.06.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: ლემარი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

საფრანგეთის ნაკრებისა და “მონაკოს” შემტევი ნახევარმცველი ტომას ლემარი კარიერას “ატლეტიკოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის ფინანსური მხარე უცნობია, თუმცა ესპანური მედიის ვარაუდით, “როხიბლნაკოს” ფეხბურთელის შეძენა 60-დან 65 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

22 წლის ლემარმა სახელი “მონაკოს” რიგებში თამაშით გაითქვა, რომლის შემადგენლობაში გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ტომასი ამჟამად საფრანგეთის ნაკრებშია მიწვეული და მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:32 | 09.05.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ელჩე–ბარსა X

14:28 | 09.05.2014
baacho (1021)

მოულოდნელად გაჩენილი შანსი რომელსაც ტატა ასევე მოულედნელად გაატანს წყალს, არადა უკვე შეგუებული ვიყავი უტიტულო სეზონს ეხლა კიდე მომიშლის ნერვებს ეს პიტალო

14:04 | 09.05.2014
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ატლეტიკო და ბარსა უეჭველი იგებენ და ბოლო ტურში იქნება ომი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062553