კალათბურთი

16:55 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ბოისა: "დიქსონის შესანარჩუნებლად მაქსიმუმი გავაკეთეთ"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ნაკრებიდან მაიკლ დიქსონის წასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი. ბოისას განცხადებით, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა მის შესანარჩუნებლად, მაგრამ კალათბურთელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

“მაიკლ დიქსონთან ორ წელზე ვიყავით შეთანხმებული, თუმცა მან სამი წელი ითამაშა და ეს წარმოუდგენელია. ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამ ეტაპზე უარი გვითხრა. მადლობა გადაგვიხადა და ჩვენც იგივე გვეთქმის.

თუ ვინ იქნებოდა ახალი ნატურალიზებული, ამას მწვრთნელი წყვეტს. შევთამხდით, რომ 2 წელი ითამაშებს უფასოდ. მაქსიმუმი გავაკეთეთ, რადგან ამერიკელების დაყოლიება ძალიან ძნელია. მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ დაგვეხმარა, რომ მაკფადენს ახალი პასპორტი აეღო.

სერბეთი თბილისში ძლიერი გუნდით ჩამოდის, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ავსტრიაში 14 ქულით მოგება კი, არაფერს ნიშნავს, შეიძლება აქ 15 ქულით წავაგოთ, ამიტომ, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა ბოისამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 29 ივნისს, სერბეთს, ხოლო 2 ივლისს, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მანამდე კი, 22 და 23 ივნისს, პრაღაში, ჩეხეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

0.126147