ფეხბურთი

15:59 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" მეოთხე - ჯასტინ კლუივერტი

იტალიური “რომა” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს და უკვე მეოთხე ფეხბურთელი დაიმატა – ჯასტინ კლუივერტი. 19 წლის იმედისმომცემი ჰოლანდიელი უკვე რომშია და სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდგომაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.

იტალიურ გუნდს ნიჭიერი შემტევის გადაბირება 20 მილიონი ევრო დაუჯდა. სწორედ ამ თანხით შეივსება ამსტერდამის “აიაქსის” ხაზინა.

“მხოლოდ “რომაში” გადასვლა მსურდა, ეს ჩემი პირველი არჩევანი იყო”, - განაცხადა ჯასტინმა იტალიის დედაქალაქში ჩასვლისას.

ჯასტინ კლუივერტი ცნობილი ჰოლანდიელი თავდამსხმელის, პატრიკ კლუივერტის ვაჟია. ერედივიზიონის გასულ სეზონში მან 30 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა შეძლო.

ჯასტინი “რომას” მეოთხე ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულს. მანამდე “მგლებმა” ანტე ჩორიჩი, ივან მარკანო და ბრაიან კრისტანტე გაიფორმეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108299