კალათბურთი

14:14 | 12.06.2018 | ნანახია 3469 - ჯერ

ზაზა ფაჩულია კარიერას ასრულებს?

საქართველოს საკალთბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას კარიერული მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. ცხადი მხოლოდ ერთი ფაქტია – ზაზა “გოლდენ სტეიტ უორიორზში” არ დარჩება.

Clutchpoints.com-ის ინფორმაციით, ქართველ ცენტრს ორი არჩევანი აქვს: კარიერის დასრულება ან გაგრძელება, ოღონდ არა “გოლდენ სტეიტში”. ჯერჯერობით უნცობია, რას გადაწყვეტს ერონული საკალათბურთო ასოცაციის უკვე ორგზის ჩემპიონი:

“ეს არ იყო ადვილი, ბოლო დღემდე თამაში მსურდა. კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა, ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ცხოვრებაში დამეხმარა, ბევრი რამ მასწავლა. მწვრთნელობა? – მე ბევრჯერ მისაუბრია სტივ კერისთან, თუნდაც თამაშის დროს და ვიცი, რამდენად რთულია იყო გუნდის მწვრთნელი”, - ციტირებს ფაჩულიას სიტყვებს Nbcbayarea.

ზაზა ფაჩულიამ 2017 და 2018 წლებში ორჯერ მოიგო საჩემპიონო ბეჭედი. აწ დასრულებული სეზონის რეგულარუში ქართველმა ცენტრმა 69 მატჩი ითამაშა (აქედან 57 სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო) და საშუალოდ თამაშში, 14.1 წუთში, 5.4 ქულას, 4.7 მოხსნასა და 1.6 პასს აგროვებდა.

თუმცა, პლეი-ოფში ზაზას სათამაშო დრო მკვეთრად შეეზღუდა. მხოლოდ 6-ჯერ ჩაერთო თამაშში და პარკეტზე საშუალოდ ოდენ 3.7 წუთს ატარებდა.

შეგახსენებთ, ზაზას კარიერა NBA-ში 2003 წელს, “ორლანდო მეჯიქიდან” დაიწყო. მას მერე, ჩვენებურმა “მილუოკი ბაქსში”, “ატლანტა” ჰოუქსში”, “დალას მავერიქსსა” და “გოლდენ სტეიტ უორიორზში” ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:26 | 13.06.2018
kolorado (212)

ისე გრანდიოზული გაცილება ეკუთვნის .......

02:31 | 13.06.2018
თორღვა პანკელი (730)

ზაზა ყოვეთვის აქტუალური იქნება NBA-ში და ყოველთვის ექნებათ მისი ინტერესი, სანამ თავად არ გადაწყვეტს წასვლას.

23:21 | 12.06.2018
dinamo222 (3987)

თუ ატლანტაში ან დალასში გადავა მაკგიც უკან გაყვება ადიუტანტივით რომ დაყვება ყველგან D და თუ კარიერა დაამთავრა მაკგიც დაამთავრებს DD

23:09 | 12.06.2018
dinamo222 (3987)

ვაუ ავტორი რა ვრძენია ! აბუ 2 ვარიანი აქვსო ან წასვლა ან დარჩენაო ! იქბება მესამე ვარიანტიც აქვს შუაში გაჩერება ??

21:38 | 12.06.2018
ქართველი გულშემატკივარი (16)

როცა მილოუკიში დაბრუნდა და მოხსნების კორიანტელს ატრიალებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტმა კითხა რაზე ოცნებობო და ზაზამ უპასუხა კარგი იქნებოდა ბეჭედი მომერგოო მემგონი მაშინ თვითონაც ვერ წარმოიდგენდა რომ ორჯერ გახდებოდა ჩემპიონი... წარმატებას გისურვებთ ზაზა მემგონი ჯერ არ ღირს კარიერის დასრულება მინიმუმ ორი წელი კიდე შეძლებ!!!

18:37 | 12.06.2018
ogafa (7069)

წარმატებები ზაზას

18:12 | 12.06.2018
პანტელეიმონი (3825)

კიდევ ერთხელ ვულოცავ ზაზას ჩემპიონობას და ვუსურვებ კარგ კონტრაქტს NBA-ში ან იმ შემთხვევაში თუ კარიერის დასრულებას ისურვებს, გამიხარდება თუ ქართულ კალათბურთს ჩაუდგება სათავეში და წაიყვანს ახალი სიმაღლეებისკენ.

17:35 | 12.06.2018
dgk (22)

Clutchpoints.com-ის ინფორმაციით, ქართველ ცენტრს ორი არჩევანი აქვს: კარიერის დასრულება ან გაგრძელება, ოღონდ არა “გოლდენ სტეიტში”.

ვანგაა რა

23:16 | 12.06.2018
dinamo222 (3987)

მეც მაგრა გამიკვირდა საიდან ხვდებიან ხოლმე ასეთ რთულ ვარიანტეებს DD

17:16 | 12.06.2018
BEERTRANCE (96812)

1-2 წელი ნამდვილად შეუძლია ითამაშოს

16:31 | 12.06.2018
The King of Grass (8256)

ატლანტაში გადადისო კაროჩე ლიგის 30 გუნდიდან ყველაზე უარესში მიდის არანაირი ამბიცია არ გააჩნია ატლანტას სადმე სხვა პლეიოფის გუნდი მოძებნოს

23:19 | 12.06.2018
dinamo222 (3987)

მე დალასის ვარიანტზე წავიკითხე ახსოვთ იქ რა კარგად თამაშობდა თანაც ცენტრის პრობლემა აქვთ

16:03 | 12.06.2018
თენგაბი (161)

1-2 წელს კიდევ თავისუფლად გაქაჩავს ნბა-ს ნებისმიერ გუნდში. ოღონდ გოლდენიდან უნდა წამოვიდეს. სათამაშო დროის ნახევარი რომ ჰქონოდა უმრავლეს შემთხვევაში ორმაგებს დადებდა.

14:56 | 12.06.2018
(Y)ლეო, შენ არ ხარ მესი(ა) !!! (KORBEN) (11466)

სპორტიდან ადრე თუ გვიან ყველა მიდის. ზაზამ კი კაი ნოტარიუსივით ორი ბეჭედი გლიჯა თავის კარიერას და ისე გვემშვიდობება
თუმცა ბეჭდებს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის საუკეთესო ფაჩულია მილუოკიში იყო - პირველი კატასტროფული სეზონის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ჯეისონ კიდზე ნაკლები როლი არ უთამაშია ახალგაზრდული შემადგენლობის "მოქოქვაში" და საპლეიოფო გუნდად ქცევაში.

14:41 | 12.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (8430)

ზიდანივით ჩემპიონი მიდის ზაზა?დ ადრეა ადრე ჯერ რამე საფლეიოფო მიზნის გუნდი ნახოს კარგ ხელფასზე მსურველი ეყოლება აუცილებლად

18:37 | 12.06.2018
ogafa (7069)

+

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.067628