თამაშგარე

12:50 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაზაკები, მათრახები, მეძავები - რუსეთში მუნდიალი იწყება

ზეგ რუსეთში ოფიციალურად იხსნება და რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მატჩით იწყება 2018 წლის საფეხბურთო მუნდიალი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მთელი მსოფლიოდან დაგეგმილზე ბევრად მცირე რაოდენობის ქომაგი აპირებს ჩასვლას ფაქტია, რომ უკვე გამართლდა პროგნოზები და ფეხბურთის ფანთა უმეტესობას თვალი რუსი ასულებისკენ უჭირავთ.

რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო ერთიბ უცნაური გადაწყვეტილება და მუნდიალის მიმდინარეობისას შეკრების ადგილებზე “ღირსეულ ქცევას“ კაზაკთა რაზმები გააკონტროლებენ. ეს სხვა არაფერია თუ არა, რუსი ასულების ტან-ფეხის კონტროლი, რომლებიც დახამებულები დაეძგერებიან ფეხბურთის ქომაგებს და ზოგი ფულის,ზოგი კი ვნების საფასურად, არ დაზოგავენ თავს.

როგორც იცით, კაზაკები ტრადიციულად მათრახებით სჯიან ურჩებს და მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან - მუნდიალზე მათრახები არ წამოგვიღიაო, რთულად საფიქრებელია, რომ კაზაკები ოდენ სიტყვიერი შენიშვებით დაკმაყოფილდნენ. მეძავები, მათრახები, გვემა და წიოკი - აი ასეთია რუსული მუნდიალის დასაწყისი და მომავალში რა მოვლენები განვითარდება - მოდი და გაიგე...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110591