ჭიდაობა

12:22 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

23-წლამდელ მოჭიდავეთა 11 მედალი ევროხალიჩიდან

ქართველმა მოჭიდავეებმა სტამბოლში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 3 ოქრო და 2 ბრინჯაოა.

სოსო ჯაბიძის გუნდის წევრთაგან ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). მესამე საპრიზო ადგილები კი დავით ჩხარტიშვლმა (60 კგ) და ლერი აბულაძემ (63 კგ) დაიკავეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ექვს წონაში შეძლეს საპრიზო სამეულში მოხვედრა, მაგრამ უმაღლესი სინჯის მედალს ვერც ერთი მედალოსანი ვერ შეწვდა. ირაკლი მწითური (92 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა. თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. ზურაბ ჭიღლაძის გაწვრთნილმა გუნდმა სულ 119 ქულა მოაგროვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. ასევე მესამე გუნდური ადგილი დაიკავეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა (121 ქულით).

0.145463