საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა. დიქსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს და განაცხადა, რომ ის ყოველთვის მის გულში იქნება.
“ამ წელს დავრწმუნდი, რომ ცხოვრება არასდროს იქნება სრულყოფილი. ნამდვილი ცხოვრება ისაა, როდესაც სხვებს ეხმარები და სანაცვლოდ არაფერს ითხოვ. მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ამ ლამაზ ქვეყანას – საქართველოს.
მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მიმიღეთ, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, საქართველოში საუკეთესო ფანები არიან, ვინც კი ჩემს კარიერაში მინახავს. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს თითოეული მომენტი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე და ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნებათ. ძალიან ბევრი ვისწავლე კარგი და განსხვავებული ხალხისგან.
იმედია, ღმერთი მომცემს ძალას, რომ კიდევ დიდხანს ვითამაშო ის, რაც ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა ყველა ჩემს თანაგუნდელს 2017-2018 წლების სეზონში. ყველას სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ”, - დაწერა დიქსონმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 260 ქულა დააგროვა.