ფეხბურთი

15:43 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი თევზაძემ "დინამო" დატოვა

თბილისის “დინამო” გიორგი თევზაძემ დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

21 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და შესაბამისად, თავისუფალი აგენტი გახდა. გიორგი კარიერას სავარაუდოდ, სლოვაკეთში გააგრძელებს.

გიორგი თევზაძეს აქამდე “საბურთალოსა” და “სამტრედიაში” უთამაშია. “დინამოს” კი 2015 წელს შეუერთდა და 50 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და მოედანზე ერთხელ გამოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115391