ჰოლანდიის ქალაქ ჰერტოგენბოშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველსავე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონელ სუგიტასთან უშანსოდ 3:6, 2:6 დამარცხდა.
ნიკამ ძალიან უღიმღამოდ ითამაშა და მეტოქის ჩაწოდებაზე მეორე სეტის მეორე გეიმს თუ არ ჩავთვლით, შანსი არ ჰქონია.
ბასილაშვილმა ერთ ეისი და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო სუგიტას 3 ეისი და 1 ორმაგი სეცდომა ჰქონდა. იაპონელმა 7-დან 3 ბრეიკი შეასრულა, ქართველმა სამი შესაძლებლობიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 686 000 ამერიკული დოლარია.