ფეხბურთი

14:22 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" უმწვრთნელოდ დარჩა

გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც არაგონული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ნაჩო გონსალესმა დაკავებული პოსტი თავისივე სურვილით დატოვა.

ეს, მას შემდეგ, რაც “სარაგოსა” ლა ლიგაში გადასვლელ პლეი-ოფის ნახევარფინალში (“ნუმანსიასთან”) დამარცხდა.

51 წლის ნაჩო გონსალესი “სარაგოსას” 2017 წლის ივნისიდან თავკაცობდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის ქართველი ფეხბურთელის გუნდს.

0.124055