ლეგენდარული ბრაზილიელი ვეტერანი ვარსკვლავი -რონალდინიო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც არ ეშვება ეპატაჟურობას და რასაც მწვანე მინდორზე აკეთებდა, იმას უკვე საკუთარ საძინებელში სჩადის. უკვე ერთ თვეზე მეტია, რონალდინიო იმუქრება, აგვისტოში ქორწილი მექნება და ერთბაშად ორი ცოლის მოყვანას ვაპირებო.
რონალდინიო უკვე თანაცხოვრობს ორ თანამემამულე დიაცთან - ბეატრისასთან და პრისელასთან, რომლებსაც უკვე საკუთარ ცოლებად მოიხსენიებს. თუმცა გიჟმაჟ მობურთალს სურს ეს ურთიერთობები გააოფიციალუროს და როგორც თავად ამბობს, უკვე ნანახი ყავს მღვდელი, რომელიც მათ ჯვარს დაწერთ და რონალდინიოს ჰარამჰანას აღიარებს.
ყველამ ვიცით, რომ ბრაზილია სექსის და არამარტო სექსის მხრივ ნამეტნავად თავისუფალი ქვეყანაა, თუმცა ბრაზილიაში კათოლიციზმი გვარიანად ძლიერია და რონალდინიოს ეს ნაბიჯი მოსახლეობის დიდ ნაწილში მკვეთრად უარყოფითად ფასდება. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს ხალხის განწყობები დიდად არ ანაღვლებს და საქორწილოდ ემზადება.