ფეხბურთი

0:30 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო მაისში - გიორგი პაპუნაშვილი

მაისის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, ესპანური "სარაგოსას" ნახევარმცველმა ხმების უმეტესობა მიიღო და ჩვენს გამოკითხვაში პირველად გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 499 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და პაპუნაშვილმა გამოკითხულთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო - 53.3%. გიორგიმ საკმაოდ დამაჯერებლად აჯობა ოთარ კაკაბაძეს, რომელიც 26.7%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

გურამ კაშია - 10.0%

საბა ლობჟანიძე - 10.0%

აქვე, გიორგი პაპუნაშვილის შესახებ მაისში:

გიორგი პაპუნაშვილისთვის და “სარაგოსასთვის” სეზონი ახლახან დასრულდა. იქამდე, წარმატებული გამოვიდა ორივესთვის მაისის თვე. გიორგიმ სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ერთი შეხვედრის მონაგარია: 20 მაისს, “ალბასეტესთან” პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე პასიც წაამატა მონაგარს. სამწუხაროა, რომ "სარაგოსამ" ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ნახევარფინალურ სტადიაზე "ნუმანსიასთან" მარცხი განიცადა ორი მატჩის ჯამში - 2:3 (1:1, 1:2).

ჩვენი გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" კი, ორთვიან პაუზას იღებს. ვინაიდან, ივნის-ივლისი საკლუბო ფეხბურთით (ლეგიონერებისთვის) დიდად დატვირთული არაა, გამოკითხვა სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდება და თქვენ აგვისტოს თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გამოავლენთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114881